ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იმ ადამიანებს, რომლებიც საქორწინო შეზღუდვების გამო დაზარალდნენ, მთავრობა დაეხმარება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, იმ ადამიანებს, რომლებიც სოციალურ ღონისძიებებზე, მათ შორის, საქორწინო და სარიტუალო ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვების გამო დაზარალდნენ, მთავრობა დაეხმარება.

როგორც მეზვრშვილმა  გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ასეთი ადამიანების დახმარება ისე უნდა მოხდეს, რომ არ იქნას კანონის დარღვევად აღქმული, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდია.

“ერთი მხრივ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საჭირო შეზღუდვების შედეგად დაზარალდნენ, ზიანი აუნაზღაურდეთ და მეორე მხრივ გვაქვს არჩევნები და არ გვინდა ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ 31 ოქტომბრამდე, იურიდიულად წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით, რომ ეს აღქმული იქნას კანონის დარღვევად. ამ ბალანსის დაცვას ვცდილობთ. თუმცა ამაზე ვმუშაობთ და ამ ადამიანებს უახლოეს პერიოდში ინფორმაციას მივაწვდით“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, კოორნავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სოციალურ ღონისძიებებში, მათ შორის  ქორწილებსა და ქელეხებში მონაწილეთა რაოდენობა 10 კაცს არ უნდა აღემატებოდეს. შეზღუდვები ვრცელდება უკვე ღია სივრცეშიც.ადამიანებს, აზარალებულებს, მტავრობა, დაეხმარება

 

იტვირთბა....