ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რუსთავში, მშენებლობაზე მუშა დაშავდა – ამწე ამობრუნდა და ქვეშ მოიყოლა

რუსთავში, მშენებლობაზე მუშა დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო პროცესში ამწე ამობრუნდა და მუშა ქვეშ მოიყოლა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მუშაობს, როგორც საპატრულო ასევე კრიმინალური პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომის დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....