ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეკლესია მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში, რაც კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას იწვევს”- თეოლოგები

რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია საარჩევნო ღონისძიებებზე სასულიერო პირების დასწრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მათი მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პოლიტიკურ ცხოვრებაში სასულიერო პირების ჩართულობა პოლარიზებულ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას იწვევს.

გარდა ამისა, ასოციაცია წმინდა სინოდს მოუწდებს, მაღალი იერარიის პორების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა აღკვეთოს.

“ბოლო პერიოდში აქტიურად შეინიშნება მაღალი სასულიერო იერარქების მიერ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, რაც ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას და შფოთს იწვევს. გარდა ამისა, მრევლში რჩება შთაბეჭდილება, რომ ეკლესია მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში, რაც სრულიად ეწინააღმდეგება სახარებისეულ პრინციპებს და აბრკოლებს ადამიანებს.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და წმინდა სინოდს მკაცრად განსაზღვრონ დაწვრილებილითი განჩინება, რომელიც სასულიერო პირების, განსაკუთრებით ეპისკოპოსების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას აღკვეთავს და ამით ეკლესიის სულიერ სახეს დაიცავს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” საარჩევნო ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი ეპარქიის წინამძღვრები პერმანენტულად ესწრებიან.

იტვირთბა....