ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნები” – დევი ჭანკოტაძის პირველი კომენტარი

გენერალმა დევი ჭანკოტაძემ, რომელიც “ნაციონალური მოძღაობისსა” და “ძალა ერთობაშიას” წინასაარჩევნო კამპანიას ყველა ოლქში, მაჟორიტარობის ყველა კანდიდატთან ერთად ჩაატარებს, მისი კანდიდატურის შეცვლის შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ნანუკა ჟორჟოლიანით ჩანაცვლებაზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივი კონსულტაციების შემდგ მიიღეს, მას შემდეგ, რაც შეთავაზებას ჟოროჟლიანი დათანხმდა. ამის შესახებ ჭანკოტაძემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” გააკეთა.

“ჩემი დაპირებები 100%-ით იქნება შესრულებული, არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნები…ყველასთან ერთად ვივლი და დავეხმარები რაც შემიძლია” – ამბობს ჭანკოტაძე.

ცნობისათვის, დევი ჭანკოტაძე, რომელიც სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად მოიაზრებოდა,​ ეროვნულ კამპანიაში იქნება ჩართული და ოპოზიციის საარჩევნო სიის ხუთეულში იქნება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარობის კანიდიდატი კი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.

იტვირთბა....