გურიაში, ლანჩხუთის გზაზე ყურძნით დატვირთული მიკროავტობუსი 8 მეტრიან ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ჩოხატაურის უღელტეხილზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის დაიწყო.