ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თებერვალ-მარტისგან განსხვავებით, დღეს 200 ტესტის ნაცვლად, დღეში 9 000 ტესტი კეთდება” – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თებერვალ-მარტის თვეში, როცა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, კეთდებოდა 200 ტესტი, სექტემბერში კი საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საშუალოდ დღეში აკეთებს 9 000 ტესტს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სრულფასოვნად მუშაობს ცხელების ცენტრები, რომლებიც ვირუსის გამოვლენაში პირდაპირ მონაწილეობენ და ასევე, ეფექტურად მუშაობს „112“-ის სისტემა, რომელიც მოქალაქეების პირველსავე ზარზე რეაგირებს.

„რას ნიშნავს სწრაფი გამოვლენა და გავრცელების შენელება? მაგალითად, დღეის მდგომარეობით სრულფასოვნად მუშაობს ცხელების ცენტრები, რომლებიც ამ გამოვლენაში პირდაპირ მონაწილეობენ; ეფექტურად მუშაობს „112“-ის სისტემა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების პირველსავე ზარზე რეაგირებს და შემდგომ, პროტოკოლის მიხედვით, მათ აგზავნის ჩვენებების შესაბამისად, სხვადასხვა მიმართულებით; ეფექტურად მუშაობს სწრაფი კონტაქტების დადგენის სისტემა, რომელშიც მონაწილეობს სხვადასხვა უწყება, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევაში, სისტემა იწყებს მის ირგვლივ კონტაქტების სწრაფ გამოვლენას და რისკების დაზღვევას. ასევე, მოგეხსენებათ, ეფექტურად მუშაობს საკარანტინო სისტემა და რაც მთავარია, ყველა ამ შედეგის, ამ ეტაპების შემდეგ, ეფექტურად მუშაობს ტესტირება. მაშინ, როდესაც თებერვალ-მარტის თვეში ქვეყანაში ვირუსის გავრცელება დაიწყო, ჩვენ ვაკეთებდით 200 ტესტს, მარაგებიც კი არ გვქონდა, „პისიარ“ ტესტზეა საუბარი. დღეის მდგომარეობით, სექტემბერში საქართველოს ჯანდაცვის სიტემა საშუალოდ დღეში აკეთებს 9 000 ტესტს და რა თმა უნდა, დრო იყო საჭირო, რომ მოვმზადებულიყავით და ამას სჭირდებოდა, როგორც რესურსები, ასევე ადამიანების გადამზადება. გარდა ამისა, მარტის თვეში ქვეყანაში „პისიარ“ ტესტს აკეთებდა მხოლოდ ერთი – ლუგარის ლაბორატორია, დღეს ასეთი 22 ლაბორატორიაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იტვირთბა....