ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რეჟისორ რეზო გიგინეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქართული წარმოშობის რუს რეჟისორს, რეზო გიგინეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ის „კინოტავრში“ მონაწილეობდა, კინოფესტივალიდან შინ დაბრუნების შემდეგ კი მას სიმპტომები გამოუვლინდა. ტესტმა კოვიდ-დადებითი აჩვენა.

მასთან ერთად კორონავირუსით დაინფიცირდა კიდევ ერთი რეჟისორი ნიგინა საიფულაევა.

კინოფესტივალი „კინოტავრი“ სოჭში გაიმართა.

გიგინეიშვილის ყველაზე ცნობილი პროექტია მძევლები. ფილმი 1983 წელს ქართველი ახალგაზრდების მიერ თვითმფრინავის გატაცების ისტორიას ასახავს.

იტვირთბა....