ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ოკუპანტებმა ცხინვალიდან ახალგორის მიმართულებით გადაიფრინეს – რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები სამხედრო ვერტმფრენით იმყოფებოდნენ და ცხინვალიდან ახალგორის მიმართულებით გადაიფრინეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებით, ეს საკითხი ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე იქნება განხილული. ამის შესახებ უწყებაში “ფორმულას” განუცხადეს.

ცნობისათვის, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლებიც ესწრებიან. შეხვედრის მთავარი თემა უკანონო დაკავებები, მავთულხლართების გავლება და ზაზა გახელაძის საკითხი იქნება.

იტვირთბა....