გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთმა მოწმე, იაკობ ბრეგვაძე სასამართლოში დაიკითხა.
როგორც ფოტოგრაფმა სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი მისამართით ბევრი კითხვა დაისვა. ხოლო იაკობ ბრეგვაძე კონკრეტულ კიტხვებს არ ასახელებს, რაც სასამართლომ დაუსვა.
“ძალიან ბევრი შეკითხვა იყო და ყველა შეკითხვას პასუხი გავეცი. ბევრი ერთნაირი შეკითხვცა იყო, მაგათაც ვუპასუხე. ხოლო, კონკრეტულად კითხვა-პასუხს ვერ გეტყვით,”- განაცხადა იაკობ გრეგვაძემ.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ბრეგვაძის უფლებადამცველმა, ირმა ჭკადუამაც. როგორც ადვოკატმა კიდევ ერთხელ განაცხადა, ფოტოგრაფს არასდროს უთქვამს, რომ მას რომელიმე პირის იდენტიფიცირება შეუძლია.
“იაკობმა ყველა კითხვას უპასუხა და ყველასთვის ცნობილია, რომ იაკობს არასროს უთქვამს, რომ მას კონკრეტული პირების ამოცნობა შეუძ;ია. შესაბამისად, მსგავსი საუბარი არ ყოფილა ბრეგვაძემ თქვა, რომ ის რვა ადამიანი, ვინც იყო. მათი სახელები და გვარები არ იცის, მათი ამოცნობა არ შეუძლია, მაგრამ თითოეულ მათგანი იღებდა ჩხუბში მონაწილეობას.,”- განაცხადა ირმა ჭკადუამ.
მისივე თქმით, “ბრეგვაძემ შენობიდან დაინახა ფანჯრიდან ორი ადამიანი, რომელიც ფეხზე იდგა, ამ დროს გაჩერდა ავტომანქანა, დაიწყო ჩხუბი, მერე აბრუნდა და აღარაფერი აღარ უნახავს.”
ცნობისთვის, დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.