ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გოგი წულაიას ოპერაცია დასრულდა

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაიას ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ფეისბუქზე” მისი ოფიციალური გვერდის ადმინისტრაცია აქვეყნებს. მათივე ცნობით, ოპერაცია წარმატებით და ზედმეტი გართულების გარეშე დასრულდა.

“მოგესალმებით , გოგი წულაიას ოფიციალური გვერდის ადმინისტრაცია. თქვენთვის გვაქვს ძალიან პოზიტიური და სასიხარულო ინფორმაცია , ბატონი გოგის ოპერაცია წარმატებით ზედმეტი გართულების გარეშე დასრულდა. მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის” – წერია განცხადებაში.

ცნობისათვის, გოგი წულაია 16 სექტემბერს გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 18 სექტემბერს, შედგა ექიმთა კონსილიუმი და გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე პაციენტს ოპერაცია არ ჩაუტარდება. 21 სექტემბერს, გოგი წულაია ქუთაისის კლინიკა-ლჯ-დან გაწერეს. ოპერაცია 23 სექტემბერს დაიგეგმა.

იტვირთბა....