თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ პირველი ოქტომბრიდან მისმა შვილმა ისევ დისტანციურად უნდა განაგრძოს სწავლა, მათ ამის საშუალება ექნებათ – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.
„თუ მშობელს გადაწყვეტილი აქვს და ურჩევნია, რომ მისმა შვილმა სწავლა დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, მათ ამის საშუალება ექნებათ.
იმ სკოლებში, სადაც დისტანციურიდან გადავდივართ უკვე საკლასო ოთახებში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში, ხოლო გორში და ფოთში უკვე ყველა კლასში, თუ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურად, მათ ამის საშუალება ექნებათ“,- აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.