“იყო რამოდენიმე მცდელობა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობდნენ, რომ რამენაირად ოჯახი დაეყოლიებინათ, რათა ამ საქმისთვის მათთვის სასარგებლო კალაპოტი მიეცათ. ეს იყო „მთავარი“ არხი, მისი გენერალური დირექტორის ბატონი გვარამიას წინამძღოლობით აპოლოგეტი გახლავთ ნაციონალური მოძრაობის. ისინი მუდმივად ცდილობდნენ, რომ ამ საქმიდან თავიანთთვის სასარგებლო გამოეყვანათ. დღეს თქვენ ხედავთ, რომ მათ გაიმაიმუნეს და თავი მოიჭრეს ჩვენს საქმეზე.”
მირიან ნიკოლაძე – შაქარაშვილის ბიძა
როგორც ნიკოლაძემ აღნიშნა ისინი ცდილობდნენ გიორგი შაქარაშვილის და ოჯახის ტრაგედია გადაექციათ პოლიტიკური განკითხვის საგნად.