კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო, აჭარიშ რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გამართულ ბრიგინგზე განაცხადა.
ამასთან, მეზვრიშვილის ინფორმაციით, აჭარაში, 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება.
„ხვალ 22.00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს, ასევე ხვალიდან მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.
ცნობისთვის, კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების დიდი რაოდენობა აჭარაში ფიქსირდება. რეგიონი უკვე “წითელ ზონად” გამოცხადდა.