“გარდა ტრადიციული ლიდერებისა, აქ არის ახალი შემომატებული ხალხი. აქ არის ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, აქ არის მალხაზ ჯალაღონია, ძალინ მაგარი ექიმი ზუგდიდიდან. წამყვანი ბიზნესმენები და ის, რომ ბიზნესი გადმოვიდა აქეთ, არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ყველაფერი იცვლება და საქართველოში იწყება ახალი ეპოქა. ასევე შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი, სუპერვარსკვლავი, არამხოლოდ ტელესივრცის, არამედ ზოგადად შემოქმედებითი პროფესიების საქართველოში. ასევე დევი ჭანკოტაძე, რომელსაც თავიდან ვვარაუდობდით, რომ უნდა ყოფილიყო მაჟორიტარი დეპუტატი, მაგრამ ის იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ სიის ლიდერი.”
მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.
ამის შესახებ მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ცნობისათვის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა, მათ შორის სამტრედია, წყალტუბო, ვანისა და ხონის ოლქში – ნანუკა ჟორჟოლიანი.