ვაშინგტონში რუსეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს, რითიც ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობას მიმართავს.
საელჩო აშშ-ის მოუწოდებს, რუსული ვაქცინების გაკრიტიკების ნაცვლად კორონავირუსს ებრძოლოს.
„გადაარჩინეთ ამერიკელების სიცოცხლე, ებრძოლეთ კოვიდ 19-ს და არა რუსულ ვაქცინებს,“ – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული განცხადებით რუსეთის საელჩო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს მორგან ორტაგუსს, გამოეხმაურა, რომელმაც რუსული ვაქცინის Sputnik V-ის ეფექტურობა და უსაფრთხოება ეჭვქვეშ დააყენა.