საქსტატი საქართველოში ინფლაციის 2015 წლის ოქტომბრის მონაცემებს აქვეყნებს
2015 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,8 პროცენტი შეადგინა.
სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 0,9 პროცენტით გაიზარდა, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასებმა ძირითადად შემდეგ ქვეჯგუფებზე მოიმატა: რძე, ყველი და კვერცხი (3,3 პროცენტი) და ბოსტნეული და ბაღჩეული (6,5 პროცენტი). ჯგუფში ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-9,2 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2,0-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,20 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები ძირითადად გაზრდილი იყო ფარმაცევტულ ნაწარმზე (6,7 პროცენტი);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 2,0 პროცენტით, რამაც 0,11 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა ინდექსის მთლიან ცვლილებაზე.
ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა–შეკეთება: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 13,1 პროცენტით, რამაც წლიურ ინდექსზე 0,82 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: ჯგუფში
დაფიქსირდა ფასების 8,2-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,70 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნული ზრდა, ძირითადად, ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე ფასების 10,5 პროცენტით ზრდით იყო გამოწვეული.