ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

ბარნოვის N83-ში სახლის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა გრძელდება. სხვადასხვა პროექტთან ერთად, ამ ეტაპზე, ბარნოვის N83-ში მრავალბინიანი სახლის გამაგრების სამუშაოები დასრულდა.

მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე და მათი უსაფრთხოების მიზნით, სამუშაოების მიმდინარეობისას გამაგრდა და განახლდა ავარიული სახლის საფუძველი და კედლები. მანამდე კი, გადახურვის რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნულ სახლში რვა ოჯახი ცხოვრობს.

დასრულებულ პროექტს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

„გასული წლების მსგავსად, ავარიული სახლების გამაგრების პროექტების განხორციელება გრძელდება. აღნიშნულ სახლში ცხოვრება გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა, ამიტომ მისი რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესია აქ მცხოვრები ადამიანებისთვის“, – განაცხადა დავით კვინიკაძემ.

ბარნოვის N83-ში გამაგრების პროექტის ღირებულება დაახლოებით, 146 000 ლარს შეადგენს.

იტვირთბა....