ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, პედაგოგს რომელიც სკოლაში დადიოდა და ატარებდა გაკვეთილებს, კორონავირუსი დაუდასტურდა. პედაგოგთან ერთად კოვიდინფექცია სამ მოსწავლეს დაუდასტურდა. ამის შესახებ “პრაიმტაიმი” იუწყება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიას განცხადებით, ლაითურში გამშვები პუნქტი მოეწყო. სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. კვლევები 87 მოსწავლეს და 48 პედაგოგს უტარდება. ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
“გვაქვს ლაითურის სკოლის კლასტერი, მასწავლებელს და მის სამ მოსწავლეს დაუდასტურდა კორონავირუსი. მიდის კვლევები. სკოლა ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა“ – აღნიშნა მჟავიამ.
გურიის რეგიონში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 69 შემთხვევაა დადასტურებული.