ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ იაკობ ბრეგვაძის ჩვენება მამხილებელი იქნება ბრალდებულებთან მიმართებაში” – პროკურორი

დღეს მოგეხსენებათ კანონთან კონფლიქტში მყოფი 6 პირის პროცესი იმართება. მოლოდინი გვაქვს, რომ ექვსივე პირთან მიმართებაში იაკობ ბრეგვაძის ჩვენება მამხილებელი იქნება – ამის შესახებ, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა.

პროკურორი მიიჩნევს, რომ დაზარალებული იაკობ ბრეგვაძე ბრალდებულების მამხილებელ ჩვენებას მისცემს.

“ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ იაკობ ბრეგვაძის ჩვენება მამხილებელი იქნება ბრალდებულებთან მიმართებაში. დღეს მოგეხსენებათ კანონთან კონფლიქტში მყოფი 6 პირის პროცესი იმართება. მოლოდინი გვაქვს, რომ ექვსივე პირთან მიმართებაში იაკობ ბრეგვაძის ჩვენება მამხილებელი იქნება. მასთან გამოძიების პროცესში ამოცნობა არ არის ჩატარებული იქიდან გამომდინარე, რომ მას კონკრეტული პიროვნებების სახის მოყვანილობის, ინდივიდუალური ნიშან-თვისებები მითითებული არ ჰქონდა. თუმცა, ფაქტობრივ გარემოებებს – თავდასხმას, მის განხორციელებას, ორივე ავტომობილის მოსვლას და პირების რაოდენობას, იქ განვითარებულ მოვლენებს მოწმე გამოძიებაში გამოკითხვის დროს ადასტურებდა.

დღევანდელ პროცესზე ასევე იგეგმება გამოკვლეული იქნას ვიდეომასალა და წერილობითი მტკიცებულებები”, – განაცხადა გუგუტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 6 არასრულწლოვანს ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

იტვირთბა....