მთავარი ციტატა

“ინფიცირების მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი იყო”- გიორგი გახარია

“ჩვენ გვაქვს ინფიცირების მკვეთრი ზრდა, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების მოხსნას მოჰყვებოდა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. რა თქმა უნდა, მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში.”

გიორგი გახარია- პრემიერ-მინისტრი

ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

გახარიას განცხადებით, მკაცრი წესებით და არა შეზღუდვებით უნდა მოხდეს ვირუსთან ბრძოლა.

მისივე თქმით, “საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით სუსტია, მაგრამ ამ შემთხვევაში კარგად გაუმკლავდა.”

იტვირთბა....