ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მკაცრი წესებით, დისციპლინით  ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას”- გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მკაცრი წესებით და არა შეზღუდვებით უნდა მოხდეს ვირუსთან ბრძოლა. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გახარია აცხადებს, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა სხვა ქვეყნებთან შედარებით სუსტია, თუმცა ის წარმატებით გაუმკლავა გამოწვევას.

“საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით სუსტია, მაგრამ ამ შემთხვევაში კარგად გაუმკლავდა ამ გამოწვევას. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ექვს თვეში ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად შეიცვალა. მკაცრი წესებით, დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით  ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას,”- აცხადებს გახარია.

მისივე თქმით,  ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც შეიძლება თეორიულად იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური.

იტვირთბა....