ლარის კურსის საგრძნობი ცვლილებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში ბევრს საუბრობენ პურის ფასის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომენტარი გააკეთა “პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ, რომელიც ამბობს, რომ პროდუქტებზე ფასი კი შეიცვალა, პურზე და ფქვილზე ფასი ჯერჯერობით არ შეცვლილა და წარმოებები სტაბილურად მუშაობენ.
“აჟიოტაჟი იყო. გვესმის კარგად, რომ ლარი გაუფასურდა, პროდუქტებზე ფასი შეიცვალა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არც პურზე და არც ფქვილზე ფასი ჯერჯერობით არ შეცვლილა და წარმოებები სტაბილურად მუშაობენ. რა თქმა უნდა, პანდემიის გამო ხდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, პური იყიდება შეფუთული ფორმით. ფასის შენარჩუნება ხდება მოგების შემცირების ხარჯზე. ძალიან ბევრი წარმოება აღარ მუშაობს, მუშაობს ის, ვინც ამ ხარჯების ზრდას უძლებს“, – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.