აშშ-ის ქალაქ ლუისვილში, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, ორ პოლიციელს ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
პოლიციელები კლინიკაში არიან მოტავსებულები და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დრომდე პოლიციას ბრალდებული არ დაუკავებია.
ქალაქში ათასობით ადამიანის პროტესტი ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც ახალგაზრდა ქალის, ბრეონა ტეილორის გარდაცვალებაში ბრალდებული პოლიციელები დამნასავედ არ ცნეს.
ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და 21:00-დან 06:30 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის 13 მარტს 26 წლის ბრეონა ტეილორის სახლში პოლიციელები შეიჭრნენ და ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ბრეონა ტეილორი საავადმყოფოში მუშაობდა.