ახალი ამბები საზოგადოება

„ახალ გზაზე“ ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა

სტიქიის მიერ დაზიანებული გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი საგზაო მაგისტრალის ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია. დასრულდა ხიდის მშენებლობა და სარეკონსტრუქციო სამუშაოებიც “მზიურის” მიმდებარედ დაზიანებულ მონაკვეთზე, დაიგო ასევე ასფალტის საფარი. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიებმა “ბლექ სი გრუპმა” და “კავკასუს როუდ პროჯექტმა” შეასრულეს. პროექტის ღირებულება 14.7 მლნ ლარია.

სრულად აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა მარშალ გელოვანის გამზირზეც, სადაც მდინარე დიღმულაზე მდებარე ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ავარიულ ხიდს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა, საყრდენი ნაწილი გამოიცვალა, დასრულდა ასფალტის ზედა ფენის დაგება, დაიხაზა და მოეწყო ახალი თვალამრიდები. ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები შპს “მამისონმა” შეასრულა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 1 მილიონი ლარი დაიხარჯა. მდინარე დიღმულაზე გადასასვლელი ხიდი 1958 წელს დაპროექტდა და აშენდა. ბოლო რეკონსტრუქცია 1970-იან წლებში ჩაუტარდა, გამოკვლევა კი – 2013 წელს.

იტვირთბა....