ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზამთარში ვირუსული ინფექციები მოიმატებს და ბავშვებში შესაძლოა კორონავირუსის გართულება” – პედიატრი

ბავშვებში კორონავირუსის შესაძლო გართულებებთან დაკავშირებით, პედიატრმა, მაია ხერხეულიძემ “იმედის” ეთერში ისაუბრა.

როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა, ზამთარში ვირუსული ინფექციები მოიმატებს და ბავშვებში შესაძლოა კორონავირუსის გართულება.

„წელს განსაკუთრებული ყურადღება გვჭირდება, როგორც მშობლებს, ასევე ექიმებს, რადგან ხშირ შემთხვევაში კორონავირუსული ინფექცია განსაკუთრებით ბავშვებში, მისი მიმდინარეობა არ განსხვავდება ბანალური, სხვა ვირუსული ინფექციებისგან.

დასაწყისში გვეგონა, რომ ბავშვებში ეს ვირუსი არ არსებობს, მერე ვნახეთ, რომ თურმე ემართებათ, მაგრამ შედარებით მსუბუქად, შემდეგ ვნახეთ რომ გართულებაც შესაძლებელია, ანუ გზადაგზა ვსწავლობთ რაღაცებს, ამიტომ ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში, აუცილებლად საჭიროა ექიმთან კონსულტაცია“, – აღნიშნა პედიატრმა.

იტვირთბა....