ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვაშაძე გაჰკივის “მინდა, ვიყო პატარა მიშა!” და უცებ სრული სიცარიელე” – მირიან ნიკოლაძე

“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” წევრი და გედევან ფოფხაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მირიან ნიკოლაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” პრეზენტაციას ეხმაურება და მოძრაობის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აკრიტიკებს. მისი თქმით, ვაშაძის პრეზენტაციაში ვერ იპოვა რაიმე საინტერესო და კონკრეტული გეგმა. ამის შესახებ ნიკოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

“რაღა დაგიმალოთ და… რადგან ამ კაცმა იმდენი მოახერხა თავის ჰიპერაქტიურობით, რომ მიიქცია საზოგადოების ყურადღება, თქვენი მონა-მორჩილიც დავინტერესდი და გადავდე ორ საათზე მეტი “სტრატეგია აღმაშნებელის” პრეზენტაციის საყურებლად.

სათაურის მიღმა, რომელიც თავისთავად კარგი პოლიტმარკეტინგული მიგნებაა (სახელწოდებაში “აღმაშენებლის” და “სტრატეგიის” თანწყობა, ბევრი მიზეზის გამო მაცდუნებლად ჟღერადია), დანარჩენი არის სრული სიცარიელე.

ვერ იპოვით ვერც ერთ ხელშესახებ და საინტერესო საყრდენს, რომელიც ნეიტრალურ ამომრჩეველს დააჯერებს განვითარების რაიმე კონკრეტული გეგმის არსებობაში. მომაბეზრებლობამდე მისული, მორიგი ორანჟირებული კლასიკა, რომელიც ხმადაკარგული ტენორივით გაჰკივის: “მინდა, ვიყო პატარა მიშა!” და უცებ სრული სიცარიელე.

ერთხელ უკვე ჩაგვიქროლა პოლიტიკური “პოსტმოდერნის” მატარებელმა, ჩემო პატარა, სხვა დროა, მეტი უნდა ვიმუშავოთ საკუთარ თავზე…” – წერს ნიკოლაძე.

იტვირთბა....