“შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს პრემიერი, რომელიც მოქალაქეებს ეუბნება, საჩხერის მოდელით უნდა ვიცხოვროთო?! რატომ საჩხერე, პარიზი გახდა, ლონდონი გახდა თუ სინგაპური? არც სინგაპური არ გვინდა, ჩვენ ჩვენი მოდელი უნდა შევქმნათ, მაგრამ საჩხერე?”
ნინო ბურჯანაძე – “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი
ამის შესახებ ბურჯანაძემ ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
აღნიშნულით ბურჯანაძე პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ქვეყანა საჩხერის მოდელით უნდა განვითარდეს.