ახალი ამბები მთავარი სამართალი

მიხეილ რამიშვილი: კითხვებზე ის ვუპასუხე, რაც საჭიროდ ჩავთვალე

ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ კითხვებზე ის პასუხი გასცა, რაც საჭიროდ ჩათვალა.

უფლებადამცველის თქმით, ჰკითხეს, ეს სატელიტის სურათები იყო თუ არა გაყალბებული.

„მიმართულება იქით ჰქონდათ, მე ხომ არ შევუკვეთე. ხომ არ ვიცოდი, რომ ეს სატელიტის სურათები იყო გაყალბებული. საიდან გავიცანი ეს ადამიანი(დავით ფურცხვანიძე) და ა.შ. გამოძიებას არანაირი ხელი არ შეშლია ამ ფოტოების გამო. თავიდანვე ხელი ჰქონდა შეშლილი, გამოძიება არასწორად მიდიოდა, დღესაც არასწორად მიდის და არასამართლიანად აგრძელებს. რაც დრო დაიხარჯა ამ აბსურდულ ძიებაში და იმ ქმედებაში, რომ მე ამ საქმეს ჩამომაშორონ, სჯობდა ეს ენერგია და დრო საქმეში დაეხარჯათ და არა ამ აბსურდულობაში. მე მჯერა იმის, რომ ავტომობილი იქ არ იდგა, მაშინ დამიდასტუროს პროკურატურამ ნამდვილი ფოტოსურათით და დავრწმუნდები, რომ ფურცხვანიძის სატელიტის ფოტო არის ყალბი. ექსპერტიზის დასკვნის არ მჯერა”, – განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, „თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიხელ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება მოხდა, რაც დავით ფურცხვანიძესთან იყო დაკავშირებული. დავით ფურცხვანიძე ის პირია, ვინც მიხეილ რამიშვილს თეთრიწყაროს ტყეში ე.წ. სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.

იტვირთბა....