მთავარი ციტატა

“ნაცმოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის არის ყოფილი ცოლ-ქმრის ჩხუბი”- შარაშენიძე

„მათ სჭირდებათ ოჯახის კონსულტანტი. ეს რასაც ჩვენ ვუყურებთ ახლა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის, არის ყოფილი ცოლ-ქმრის ჩხუბი და ყოფილი ცოლ-ქმრის ჩხუბში ვერ გაარკვევ სიმართლე რომლის მხარეს არის და რომლის არა.

თორნიკე შარაშენიძე – ანალიტიკოსი

ასე შეაფასა ექსპერტმა გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოს“ საარჩევნოდ ერთიანი სიის ფორმირება შესთავაზა.

შარაშენიძის შეფასებით, აღნიშნული პარტიები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, იმის გასაგებად კი თუ რა უშლის მათ შეთანხმებას ხელს, სიმართლის ბოლომდე ცოდნა სჭირდება, რასაც პარტიები არ ამჟღავნებენ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” “ევროპულ საქართველოს” არჩევნებზე ერთიანი სიის ფორმირება შესთავაზა. ასევე, არსებული ცნობით, მოლაპარაკებების დროს საუბარი იყო თანამდებობის გადანაწილებაზე, კერძოდ, პრემიერის პოსტზე მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეღო, “ნაციონალური მოძრაობა” კი თავის მხრივ “ევროპული საქართველოს” ლიდერ დავით ბაქრაძეს მხარს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დაუჭერდა.

იტვირთბა....