ახალი ამბები ეკონომიკა

ედვარდ ჩოუ: „გაზპრომს“ გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი უნდა შეხვდეს“

„ამერიკის ხმა“ ავრცელებს ინტერვიუს ენერგორესურსების სპეციალისტ ედვარდ ჩოუსთან. ჩოუ კალაძე- მილერის ბრიუსელის შეხვედრას ეხმაურება:

„გაზპრომის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრას ბრიუსელი მასპინძლობდა, ბრიუსელი ქალაქია და ის შეხვედრებს არ მასპინძლობს. ვფიქრობ, აქ ერთგვარი მინიშნება იყო ევროკავშირის მონაწილეობაზე, მაგრამ ამის შესახებ ცნობილი არაფერია. მეორე, საქმე გვაქვს მინისტრის შეხვედრასთან კომპანიის დირექტორთან, რაც ალექსეი მილერისთვის შეუფერებლად მაღალი დონეა. წესით, კომპანიის ხელმძღვანელი ხვდება მეორე კომპანიის ხელმძღვანელს და მინისტრი ესაუბრება მინისტრს. უპრიანი იქნებოდა, „გაზპრომს“ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი შეხვედროდა.“ აცხადებს ჩოუ.

შეგახსენებთ, რომ ედვარდ ჩოუ მონაწილეობას იღებდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში, რომლის შედეგადაც გადაწყდა აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხი.

იტვირთბა....