საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ასაკისაა გარდაცვლილი პაციენტი და სად მკურნალობდა.
საქართველოში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტია გარდაცვლილი, ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი 4 140-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1 643 პაციენტი.