„ტურიზმზე აქცენტის გაკეთება ძალიან დიდი შეცდომაა“, – ამის შესახებ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ TV პირველის გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ტურიზმი არის სწრაფი და ადვილი ფული, მაგრამ დამხმარე.
„არ შეიძლება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი ვექტორი, წლების განმავლობაში, იყოს მხოლოდ ტურიზმი, არ იყოს წარმოება, გამომგონებლობა და ა.შ“…- განაცხადა დოლიძემ.