ევროკავშირის სამიტი, რომელიც 24-25 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი გადაიდო.
ევროსაბჭოს ხელმძღვანელის შარლ მიშელის განცხადებით, სამიტი 1-2 ოქტომბერს გაიმართება.
როგორც ევროსაბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბარენდ ლეითსმა Twitter-ზე დაწერა, გადადების მიზეზი შარლ მიშელის უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი გამოუვლინდა, რის გამოც ევროსაბჭოს მეთაურმა გადაწყვიტა, კარანტინის რეჟიმი დაიცვას.