„ყოველდღე ჩვენ ვართ მოწმეები მცოცავი ანექსიისა, რაც გამოიხატება ტერიტორიების მილიტარიზაციასა და „ბორდერიზაციაში“, ასევე, ე.წ. “შეთანხმებების” გაფორმებაში საოკუპაციო რეჟიმებთან, რაც საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში. ამ კონტექსტში, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო აშშ-ს მიერ არაღიარების პოლიტიკის გატარება და ასევე მისი ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ძალისხმევის მიმართ მშვიდობიანი გზით გადავჭრათ კონფლიქტი”- განაცხდა მინისტრმა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა გაგარძელოს საკუთარი წვლილის შეტანა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„მე მსურს კვლავ დავადასტურო საქართველოს ავღანეთში მიმდინარე ,,გადამწყვეტი მხარდაჭერის’’ მისიაში მონაწილეობა. მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ს მთავრობას ჩვენი დაჭრილი ჯარისკაცების დახმარებისთვის” – განაცხადა მინისტრმა.
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ასევე გიორგი კვირიკაშვილი, სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჯონ მაკკეინს საქართველოს მხარდაჭერისა და მტკიცე მეგობრობისთვის, რასაც ის წლების განმავლობაში იჩენდა ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ.
შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში მიმდინარეობს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა.
სხდომა საქართველოს მხრიდან გახსნა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კი სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენტონი ბლინკენმა.