ახალი ამბები მთავარი ციტატა

“რამიშვილი ორჯერ უკვე გაიქცა… მთავარი ინტერესი მას უნდა ჰქონდეს” – ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

“არანაირი კლონირება, ინფორმაციის გადმოტანა ან სხვა, საქმესთან არაშემხებლობაში რაიმე მონაცემის მოპოვება ჩვენს მიერ არ ხდება. ამ საქმეში მთავარი ინტერესი უნდა ჰქონდეს თვითონ, ჩვენთან ითანამშრომლოს, შეასრულოს სასამართლოს განჩინება იმ ფარგლებში, რაც ჩვენ მოგვცა და მიიღოს ის მოცემულობა, რომ საგამოძიებო ორგანო ითხოვს მხოლოდ მისი ჩართულობით ყველა ამ მოქმედების ჩატარებას. ის ორჯერ უკვე გაიქცა და არ მიიღო მონაწილეობა ინფორმაციის გამოთხოვაში.”

დავით გუმბერიძე – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. 

შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დღეს პროტესტის ნიშნად დატოვა და თქვა, რომ გამოძიებას მხოლოდ მისი პირადი ცხოვრება აინტერესებს იმისთვის, რომ შემდეგ დააშანტაჟონ.

იტვირთბა....