“დიდი ხანია, უნდა დახურულიყო, უბრალოდ, ანგარიშს უწევენ მშობლებს და არ მიდიან გართულებაზე, ვინაიდან საქმეში ჩართული არიან მასმედია, პოლიტიკოსები… ფოტოები შეიძლება ნამდვილი იყო, მაგრამ მერე ისე დაამონტაჟეს, როგორც აწყობდათ – რაღაცები გადააადგილეს, თარიღები შეცვალეს და ა.შ. როცა ადვოკატი გამოძიებას აწვდის მასალას, ის უნდა ექვემდებარებოდეს ექსპერტიზას ან მაღალი დონის სანდოობა ჰქონდეს. აქ აშკარად ეტყობა, რომ ყველაფერი ნაჩალიჩარია.”
გიორგი ღლონტი – საერთაშორისო კრიმინოლოგთა ასოციაციის წევრი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.
ამის შესახებ მან თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გენერალური პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ექსპერტიზების დასკვნების შეფასებისას “კვირის პალიტრას” განუცხადა.