ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კარვები, სადაც მოქალაქეები კორონავირუსზე ტესტის აღებას შეძლებენ, იუსტიციის სახლის უკან მოეწყო

საველე კარვები, სადაც მოქალაქეები კორონავირუსზე ტესტირების ჩატარებას შეძლებენ, იუსტიციის სახლის უკანა მხარეს განტავსდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიგინგზე განაცხადა.

გამყრელიძის ინფორმაციით, ნიმუშების აღება დღეს და ხვალ მოხდება, ხოლო პასუხი მეორე დღეს გახდება ცნობილი.

„მოგიწოდებთ, იუსტიციის სახლის უკანა მხარეს არის მოწყობილი შესაბამისი სივრცე, დღეს და ხვალ იქნება ნიმუშის აღება. ვისაც გსურთ, შეგიძლიათ აიღოთ ნიმუში და მეორე დღეს იქნება პასუხი, გვაინტერესებს დაახლოებით 1000 ადამიანზე გაკეთდეს. რამდენიმე სეროპრევალენტობის კვლევები გავაკეთეთ. ეს კვლევები არიას საშუალება, რომ გარკვეულად პულსზე გვეჭიროს ხელი რა ხდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, თბილისში საველე კარვების განთავსების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

იტვირთბა....