ახალი ამბები ბანკები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

“ლიბერთის” ახალი აქცია – გულით პედაგოგებისთვის

“ლიბერთის” ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთვის, ახალი სასწავლო წლის შესამსუბუქებლად და პანდემიის მიერ გამოწვეულ რთულ პერიოდში თანადგომის გამოსახატად:

დღეიდან პედაგოგები, რომლებიც აიღებენ, ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ყოველთვიური გადასახდელისგან გათავისუფლებას.

აქცია გაგრძელდება 1 ნოემბრამდე. “ლიბერთისთვის” ყოველთვის პრიორიტეტი იყო და იქნება სკოლების, პედაგოგებისა და განათლების ხელშეწყობა. “ლიბერთი” უკვე მრავალი წელია, აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო სექტორთან და არაერთ მნიშვნელოვან სოციალური პასუხისმგებლობის პროექტშია ჩართული, რაც უდიდესი პატივია ჩვენი ბრენდისთვის. დღესაც, მათ გვერდით ვართ და გვინდა ჩვენი მხარდაჭერა ვაგრძნობინოთ.

ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად, პედაგოგებს, სამომხმარებლო სესხებზე ვთავაზობთ განსაკუთრებულ აქციას. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პედაგოგებისთვის “ლიბერთის” სამომხმარებლო სესხის პირობები, ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ამ აქციის პირობებში კი, საშუალება ეძლევათ 3 თვემდე ვადით განთავისუფლდნენ ყოველთვიური გადასახადებისგან იმ შემთხვევაში თუ აიღებენ ახალ სესხს ან გადმოიტანენ სხვა ბანკებიდან.’- გიორგი მაკარიძე, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი.

“ლიბერთი” უკვე არაერთი წელია ემსახურება სკოლების უმრავლესობას საქართველოში და 60 000-მდე პედაგოგს. აქციით სარგებლობისთვის მასწავლებლებმა უნდა შეავსონ სასესხო განაცხადი ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან ან მიმართონ “ლიბერთის” ნებისმიერ სერვის ცენტრს.

იტვირთბა....