ამასობაში მე კიევში ვაგრძელებ ჩემი მოვალეობის შესრულებას – ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც თან, უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის კაბინეტში გადაღებულ ფოტოს ურთავს.
„ამასობაში მე კიევში ვაგრძელებ ჩემი მოვალეობის შესრულებას. დღეს პრეზიდენტ ზელენსკისთან, მისი ადმინისტრაციის და პარლამენტის ხელმძღვანელობასთან მქონდა ვრცელი განხილვა ნაციონალური რეფორმების საბჭოს დღისწესრიგთან დაკავშირებით.
ეს კიდევ ხედია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეხუთე სართულიდან, ანუ ჩემი კაბინეტიდან, რომელიც ზელენსკის კაბინეტის ზემოთ არის და რომლიდანაც კიევის ულამაზესი ხედი იშლება“, – წერს სააკაშვილი.