ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იწყება თუ არა სკოლებში სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრიდან – თენგიზ ცერცვაძის განცხადება

ქვეყანა სასწავლო პროცეს ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მომზადებული შეხვდება – ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორნა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, თუ პირველ ოქტომბერს სწავლა საკლასო ოთახებში დაწიყება, ეს პრობლემას არ შექმნის.

„სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბრამდე რომ გადაიდო მართლზომიერი გადაწყვეტილება იყო. სკოლები ძალიან მოწყვლადი ადგილია, დახურული სივრცეა და ერთ ოთახში სასწავლო პროცესის დროს ბევრი ბავშვია. შესაბამისად, შეუძლებელი იყო იმ რეგულაციების დაცვა რომელიც გაწერილია, კერძოდ, სოციალური დისტანცირება და სხვა.

ჩვენთან ბავშვები უკვე მოწყურებულები არიან სწავლას და მობეზრდათ ონლაინ მეცადინეობა. პირდაპირ გეტყვით, პირადად მე არ ვარ დიდი მოტრფიალე ამ ონლაინ-რეჟიმში სწავლის. მიმაჩნია, რომ ცოცხალ, ადამიანურ ურთიერთობებს ვერაფერი შეცვლის და ყველა მოლოდინშია, რომ სწავლის ჩვეულებრივ პროცესს დაუბრუნდეს. მერწმუნეთ, ორი კვირით გადადება არაფერს შეცვლის. ყოფილა საქართველოს ისტორიაში შემთხვევები, როდესაც ყოველგვარი კოვიდის გარეშეც პირველ ოქტომბერს დაწყებულა სწავლა. ასე რომ, თუ პირველ ოქტომბერს დავიწყებთ სწავლის ნორმალურ პროცესს ამაში არაფერი იქნება ტრაგიკული, ყველაფერი იქნება კარგად და სწორად. პირველი ოქტომბრის შემდეგ თუ მოგვიწია გადადება ეს არ იქნება კარგი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ მოხდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.

იტვირთბა....