,,საქართველოს რკინიგზა” მოძრაობის შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“მეტრონომი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
,,მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დროს, საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორმა კომპანიამ, ჩინეთის 23 ბიურომ ელექტროსაკონტაქტო ქსელის ანძა დააზიანა, რამაც საქართველოს რკინიგზის მოძრაობა შეაფერხა. ამ დროისათვის დროებით გაჩერებულია მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და დაახლოებით 13:00 საათისთვის განახლდება მოძრაობა. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის” – აღნიშნულია განცხადებაში.