ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

(ფოტო) ურთულესი გინეკოლოგიური ოპერაცია ქუთაისში – ექიმებმა ქალს საკვერცხის გიგანტური კისტა ამოუკვეთეს

ქუთაისში მდებარე კლინიკა “ბომონდიში” 34 წლის ქალს ურთულესი გინეკოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტმა კლინიკას რამდენიმე დღის წინ მიმართა, რომელსაც ელისა და მუცლის ქვემო არეში ყრუ ხასიათის ტკივილები ჰქონდა.

ულტრაბგერითი გამოკვლევით დადგინდა, რომ ახალგაზრდა ქალბატონს მარჯვენა საკვერცხის გიგანტური კისტა ჰქონდა, რომელიც გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებდა.

როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, საჭირო იყო კისტოზური წარმონაქმნის ამოკვეთა და საკვერცხის შენარჩუნება, რათა ქალს შვილოსნობის ფუნქცია შენარჩუნებოდა.

“რადგან პაციენტს ძალიან უნდოდა დაოჯახება და შვილოსნობის ფუნქციის შენარჩუნება, ჩვენს მიერ შეთავაზებულიქნა მაქსიმალურად დამზოგავი ოპერაცია, რომელიც დასავლეთ საქართველოს მასშტაბით მხოლოდ “კლინიკა ბომონდი”-ს გინეკოლოგიურ განყოფილებაში კეთდება,”-ამბობს გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი დავით ტაბიძე.

უმცროსი ექიმის ინფორმაციით, კისტოზური წარმონაქმნის ზომა 25 სანტიმეტრამდე იყო, თუმცა ოპერაციამ წარატებით ცაიარა.

“ოპერაცია მაქსიმალური სიზუსტით შესრულდა, ამოიკვეთა კისტოზური წარმონაქმნი ზომით 25 სმ-მდე, წარმონაქმნის მოცულობა- 3 ლიტრამდე სითხე. ურთულესი ოპერაციის შედეგად პაციენტს შეუნარჩუნდა საკვერცხე და რაც ჩვენთვის მთავარია, შვილოსნობის ფუნქცია,”-ამბობს გინეკოლოგიური განყოფილების უმცროსი ექიმი გიორგი სხილაძე.

იტვირთბა....