საქართველოში კორონავირუსის ინფექციისგან გარდაცვლილი 21-ე პაციენტი 80 წლამდე ასაკის ქალიბატონია, რომელიც ბათუმიდანაა.
პაციენტს, რომელსაც მძიმე ქრონიკული დაავადებბეი ჰქონდა, ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა.
სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალი აჭარის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარია.
„კლინიკა ბომონდის“ კლინიკური მენეჯერის, მამია ყიფიანის ინფორმაციით, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები – ინსულტი, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.
საქართველოში სულ კორონავირუსით 21 პაციენტია გარდაცვლილი. მათ შორის ერთი – 60 წლის ქალი გუშინ გარდაიცვალა.