„ოპოზიციიდან ჩემი მთავარი კონკურენტი გურიაში იქნებოდა, ვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ დააყენებდა და როგორც იქნა, თქვეს და ეს არის კახა ოქრიაშვილის და ცეზარ ჩოჩელის პარტიის წარმომადგენელი. მე არ ვიცნობ ამ ადამიანს და მხოლოდ პატივისცემა მაქვს, როგორც ოლიმპიური ჩემპიონის და მოჭიდავის მიმართ, მაგრამ მე მგონი, გურიას მოჭიდავეები კი არა პატრონი სჭირდება, პატრონი, რომელიც მათ ყოფით პრობლემებს მოაგვარებს.”
ხათუნა გოგორიშვილი – “ევროპული საქართველოს” გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი.
ამით გამოეხმაურა კონკრეტულ ოლქებში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას.