სპილოების მასობრივი დაღუპვის მიზეზი დაადგინეს – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ბოტსვანას ჩრდილოეთ ნაწილში ცხოველები მიკროსკოპული წყალმცენარეების მიერ გამოყოფილმა ნეიროტოქსინმა იმსხვერპლა. მეცნიერების თქმით, ბაქტერიას წყალში წარმოქმნა გარე ფაქტორების ჩარევის გარეშე შეუძლია, შემდე კი მსხვილ კოლონიებს ქმნის.
ცნობისთვის, ასობით დაღუპული სპილო ივლისში, გუბურების სიახლოვეს იპოვეს. ბოტსვანაში მსოფლიოს სპილოების ორი მესამედი ცხოვრობს. ბაქტერიამ 330 ცხოველი იმსხვერპლა.