ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს დაუთმონ ეთერი გენერალური დირექტორების სხვა კანდიდატებსაც, რომლებმაც თავიანთი ხედვა უნდა წარმოადგინონ. მისი თქმით, ის ამ წუთამდე ელოდება როდის გამოიჩენს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა ნებას ეთერი დაუთმოს კანდიდატებს.
“ამ წუთამდე ველოდი როდის გამოიჩენდა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელობა, რომელსაც ამჟამად გენერალური დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი მართავს, კეთილგონიერებას და გენერალური დირექტორობის სხვა კანდიდატებს როდის დაუთმობდა ეთერს მათ ხედვებზე სასაუბროდ. რადგან ყველანაირი დროის ლიმიტი ამოიწურა, მე მოგმართავთ თხოვნით დაგვითმოთ ეთერი გენერალური დირექტორობის კანდიდატებს ჩვენი ხედვების იმ საზოგადოებისთვის გასაცნობად, რომლის ფულითაც თქვენ ფინანსდებით”. – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
შეგახსენებთ, ანალიტიკოსმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტელევიზიის ხელმძღვანელობაზე გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადი შეიტანა.