ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ბექა ნაცვლიშვილი: სტატისტიკის სამსახურმა ურცხვად გამოაქვეყნა, რომ საარსებო მინიმუმი 182 ლარია

პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის ცვლილებას ითხოვს. 

პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარემ, ბექა ნაცვლიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი გახარიას სახელზე განცხადება უკვე შეიტანა.

„ნაცეონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს დღესაც „ქართული ოცნების” მთავრობა. ამიტომაა საზოგადოება შეცდომაში შეყვანილი, თითქოს 182 ლარია ერთ სულზე საარსებო მინიმუმი. ნაცვლად 182 ლარისა, რომელიც ოფიციალურად, ურცხვად გამოაქვეყნა სტატისტიკის სამსახურმა. სინამდვილეში, ეს არის 386 ლარი, სულ მარტივი მეთოდოლოგია რომ ავიღოთ. მიმართვა გულისხმობს სწორედ იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაიხედოს მეთოდოლოგია საარსებო მინიმუმის დათვლის, როგორც სოციალური ორიენტირის და სოციალური პოლიტიკა დაეფუძნოს სწორედ ამ ციფრებს“.- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

იტვირთბა....