დღეიდან, რუსეთის აფთიაქებში კორონავირუსის სამკურნალო პირველი რუსული პრეპარატი “არეპლივირი” გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეკომპანია “დოჟდი” ავრცელებს.
მწარმოებელი კომპანია “პრომომედის” გენერალური დირექტორი ანდრეი მლადენცევი აცხადებს, რომ პრეპარატი უკვე შეისყიდეს დისტრიბუტორებმა და მსხვილი სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებმა. მისი თქმით, პრეპარატს არ აღმოაჩნდა არანაირი გვერდითი მოვლენები. მლადენცევის ინფორმაციით, ერთ კოლოფში 200 მილიგრამიანი 40 აბია განთავსებული და მისი ფასი 12 340 რუსული რუბლი იქნება.
სააგენტო “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, აღნიშნული პრეპარატის ეფექტურობა დაადასტურა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ. დღემდე, “არეპლივირი” მხოლოდ სტაციონაული მკურნალობის პირობებში გამოიყენებოდა.