თბილისში საველე კარვების განთავსება იგეგმება, სადაც მოქალაქეები კორონავირუსზე ტესტირების ჩატარებას შეძლებენ.
საველე კარვების განთავსება გაფართოებული ტესტირების ფარგლებში მოხდება. მოქალაქეებს კარვებში ტესტირებას ნებაყოფლობით ჩაიტარებენ და მომსახურება უფასო იქნება.
რა უბნებში განთავსდება კარვები, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის კორონავირუსზე უფასო ტესტირებისთვის საველე კარვები აჭარის რეგიონში კერძოდ, ბათუმსა და ქობულეთშია განთავსებული.
საველე კარვების განთავსების გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობის შემთხვევების ზრდის მატების გამო ხდება.