ჟურნალისტი თეონა ცხომელიძემ, რომელსაც კორონავირუსი ცოტა ხნის წინ დაუდასტურდა, “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ სიმპტომები ხშირად ეცვლება.
მისი თქმით, ვირუსისთვის დამახასიათებელია კიდურების და ზურგის ტკივილი.
“გუშინ არ მახველებდა და დღეს მახველებს. ამ კუთხით უფრო გართულდა ვითარება. ვერ ვიტყვი, რომ სუნთქვა მიჭირს, მაგრამ მონოტონურად უნდა ვისუნთქო. თუკი ღრმად ჩავისუნთქავ, მუდმივად ხველება მეწყება.
სიმპტომები ხშირად მეცვლება. თავიდან სიცხე არ მქონდა, დღეს მაქვს. საერთოდაც პირველი სამი დღე თითქმის არაფერი მაწუხებდა და მერე დაიწყო და დაიწყო. გუშინ ღამე ისე ცუდად ვიყავი, არ ვიცოდი რა მექნა. საშინელი ტკივილი მაქვს კიდურების და ზურგის. ესაა დამხასიათებელი, რადგან სხვა დროს მსგავსი არაფერი არ მქონია, არც გაციების და არც გრიპის ვირუსის დროს. ვერაფერს ვერ ვგრძნობ საერთოდ. ჯერ დავვკარგე გემო და დღეს დავკარგე უკვე ყნოსვა” – განაცხადა გადაცემაში “თქვენი კლინიკა” თეონა ცხომელიძემ.